მთავარი ვიდეო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
78 ნახვა

30 იანვარს დაგეგმილი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვლამდე გადაიდო. ამის შესახებ განცადება სპეციალურ ბრიფინგზე რაგბის კავშირის გამგეობის თავჯდომარემ დიმიტრი კალანდაძემ და რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გააკეთეს.

კალანდაძემ და სვანიძემ განაცხადეს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ირაკლი აბუსერიძემ და ბაჩო ხურციძემ გამგეობას მიმართეს და საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად დრო ითხოვეს.
არჩევნების თარიღის გადაწევით კი წესდება არ დაირღვევა და პრეზიდენტის არჩევა კანონის ფარგლებში მოხდება.

გოჩა სვანიძემ ჟურნალისტის კითხვაზე კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, იგი არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

სვანიძემ მის მიმართ ბოლო დროს გავცელებულ ჭორებზეც ისაუბრა.

პრესკონფერენციის ვიდეო იხილეთ აქ:
https://m.facebook.com/story.php?s

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი