მთავარი ინტერვიუ ნოვაკ ჯოკოვიჩი: ,,ვეცდები რეიტინგის პირველ საფეხურზე დიდი ხანი დავრჩე”

ნოვაკ ჯოკოვიჩი: ,,ვეცდები რეიტინგის პირველ საფეხურზე დიდი ხანი დავრჩე”

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

1987 წლის 22 მაისს მაშინდელ იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადში სრჯანისა და დიანა ჯოკოვიჩების ოჯახს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ნოვაკი დაარქვეს.

ნოვაკმა 4 წლის ასაკში ჩოგბურთზე სიარული დაიწყო და ეს სპორტის სახეობა ისე შეუყვარდა, რომ მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
14 წლის ყმაწვილ ჯოკოვიჩს ერთეულებში, წყვილებში და გუნდურ დონეზე რამდენიმე ტურნირი ჰქონდა მოგებული.

2004 წელს ნოვაკმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ახალგაზრდებს შორის 1/2 ფინალს უწია და ჩოგბურთის ექსპერტებიც მომავალ ვარკვლავზე ალაპარაკდნენ.

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც საჩოგბურთო სამყაროს ჯოკოვიჩის ვარსკვლავობაზე წინასწარმეტყველება აუხდა.

სერბმა ჩოგბურთელმა მწვერვალები უმალვე დაიპყრო და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად იქცა.

სხვათაშორის ნოვაკიმ მამა წარმოშობით მონტენეგროელია, დედა კი ხორვატი გახლავთ.
ამის მიუხედავად, ამ ოჯახის მთავარი ვარსკვლავი თავს სერბად მიიჩნევს და ,,ბენფიკასა” და ,,მილანთან ერთად, მშობლიური ,,ცრვენა ზვეზდას” საფეხბურთო კლუბის ქომაგია.

ჯოკოვიჩი მართლმადიდებელი ქრისტიანია. იგი ამჟამად მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მონტე-კარლოში ცხოვრობს.

ნოვაკის მეუღლე ელენა რისტიჩი გახლავთ.
ელენას და ჩოგბურთის ვარსკვლავს 6 წლის ვაჟი სტეფანი და 3 წლის გოგონა ტარა ჰყავთ.

ავსტრალიის ღია პირველობის  ტრიუმფატორმა სერბულ სპორტულ გამოცემა ,,Mozzartsport.com“-თან აწ დასრულებული ,,დიდი მუზარადის” ტურნირის შესახებ ინტერვიუში დაწვრილებით ისაუბრა.

რა შეგრძნებაა, როდესაც ავსტრალიის ღია პირველობა ყველაზე მეტჯერ გაქვთ მოგებული?
– ბედნიერი ვარ, რომ ამდენს მივაღწიე. ეს ტურნირი განსაკუთრებულად მიყვარს.
მელბურნის კორტებზე გამოსვლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
2020 წელი ,,დიდი მუზარადის” ტურნირის მოგებით დაიწყეთ და ATP-ს რეიტინგში  სათავეში მოექეცით, კიდევ რას უნდა ველოდოთ წელს თქვენგან?
– ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც წელს გამარჯვებით იწყებ. ეს მოტივაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.  ვეცდები რეიტინგის პირველ საფეხურზე დიდი ხანი დავრჩე და რაც შეიძლება ბევრი ტურნირი მოვიგო.
ტურნირის 1/2 საჩემპიონო გზიდან როჯერ ფედერერი ჩამოიცილეთ.  როგორ შეაფასებთ მასთან დაპირისპირებას?
– როჯერ ფედერერი მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდაა, მასთან ბრძოლა ყოველთვის დაძაბული გამოდის. დრამატული იყო ეს ორთაბრძოლაც. გამარჯვებას დიდი ძალისხმევის შედეგად, მივაღწიე. ფედერერი უძლიერესი ჩოგბურთელია, როდესაც მას მოვუგე გავიფიქრე, რომ ტურნირის მოგებაც შემეძლო.
ფინალურ დაპირისპირებაში დომინიკ ტიმთანაც არანაკლები ბრძოლა გადაიტანეთ.
– ადვილ შეხვედრას არც ველოდი. ფინალი ყოველთვის რთულია. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩემს წინაშე ძალიან კარგი ჩოგბურთელი წარსდგა. ტიმმა ეს ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა. მან თვით რაფაელ ნადალს მოუგო.
–  წელს წარმატებას ATP CUP-ზე სერბეთის ნაკრებთან ერთადაც მიაღწიეთ. რას ნიშნავს თქვენთვის მშობლიური ქვეყნის სახელით გამარჯვება?
– ყველა წარმატებას, რომელსაც ვაღწევ სერბეთს ვუძღვნი. ჩემთვის ეს ქვეყანა ყველაფერს ნიშნავს.
ATP CUP-ზე არც მე და არც ჩემმა თანაგუნდელებმა თავი არ დავზოგეთ და შედეგსაც მივაღწიეთ.
უკვე 32 წლის ხართ. გიფიქრია თუ არა იმაზე რას იზავთ კარიერის დასრულების შემდეგ?
– კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. მინდა ჩოგბურთი დიდხანს ვითამაშო.

კვირას, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა და ტურნირი კარიერაში მერვედ მოიგო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი