მთავარი საქართველოდიდი ათი ქუთაისის ,,აიამ” თბილისში გაიმარჯვა

ქუთაისის ,,აიამ” თბილისში გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

,,ლიდერბეთ დიდი 10″-ის მე-12 ტურის დასკვნით მატჩში ქუთაისი  ,,აიამ” თბილისის ,,ლოკომოტივი” 8-ქულიანი სხვაობით 20-12 დაამარცხა.

თბილისში, ,,ხვამლი არენაზე” გამართულ მატჩში იმერლები სწრაფადვე  დაწინაურდნენ.
მე-3 წუთზე ლელო სანდრო ფურცხვანიძემ გაიტანა. გარდასახვა ქუთაისელთა მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა ზუსტად შეასრულა 0:7.

მე-19 და 22-ე წუთებზე გიორგი ბაბუნაშვილმა მიჯრით ორი ჯარიმა გამოიყენა და ,,აია” წინ
13:0 გაიჭრა.

25-ე წუთზე ,,რკინიგზელებმა” სხაობა შეამცირეს.
ლელო თბილისელთა გარემარბმა გიორგი შკინინმა დადო. გარდასახვისას მიზანს ლაშა გედეხაურმა უწია 7:13.

ტაიმი ,,აიამ” 13:7 მოიგო.

66-ე წუთზე იმერულმა კლუბმა მასპინძლები მეორედ დაამწუხრა.
მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი იაგო ხაბულიანმა შეიტანა.
გარდასახვისასა გიორგი ბაბუნაშვილს ნერვებმა არც ამჯერად უმტყუნა 7:20.

მორიგი ლელოს გაშვებამ  თბილისელებზე ცივი შხაპის ეფექტი მოახდინა და მათ მოწინაღმდეგეს მძლავრად შეუტიეს.

71-ე წუთზე ,,რკინიგზელებმა” ლელოს განა მოახერხეს. გუნდს 5 ქულა გიორგი გეგიამ შესძინა.
ლაშა გედეხაურმა გარდასახვა ვერ გამოიყენა.

დარჩენილ დროში ,,აიამ” ანგარიში შეინარჩუნა და იმერეთში 4 ქულა წაიღო.
ამ გამარჯვების შემდეგ ქუთაისელებს 35 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე იმყოფება.

ერთ დროს მრისხანე ,,ლოკომოტივი” კი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 15 ქულით  ბოლოსწინა მე-9 პოზიციას იკავებს.

,,ლოკომოტივი” (თბილისი) 12:20 ,,აია” (ქუთაისი)

,,ლოკომოტივი”: 2 ლელო – შკინინი, გეგია
1 გარდასახვა: გედეხაური

,,აია”: 2ლელო: ფურცხვანიძე, ხაბულიანი
2 გარდასახვა: გ.ბაბუნაშვილი (2)
2 ჯარიმა: გ.ბაბუნაშვილი (2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი