მთავარი მთავარი ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი სოფია კენინი დუბაის ტურნირს პირველ წრეში დაემშვიდობა

ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი სოფია კენინი დუბაის ტურნირს პირველ წრეში დაემშვიდობა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს

ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი ამერიკელი სოფია კენინი პირველივე წრეში გამოეთიშა.

კენინმა ყაზახეთის წარმომადგენელ ელინა რიბაკინასთან წააგო.

აზიელმა ლამაზმანმა WTA-ს რეიტინგის მე-7 ჩოგანს 3-სეტში 6-7, 6-3, 6-3 სძლია.

ელინა რიბაკინა დუბაის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა. იქ კი ყაზახის მოწინააღმდეგე ჩეხი კატერინა სინიაკოვა იქნება.

სინიაკოვამ თანამემალე კაროლინა მუჩოვა 3-სეტში 6-4, 4-6, 6-0 დაამარცხა.

1/8 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:
სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) : ონს ჯაბერი (ტუნისი)
ელის მერტენსი (ბელგია) : მარია საკარი (საბერძნეთი) / არინა საბალენკა (ბელარუსი)
ჯენიფერ ბრედი (აშშ) : მარკეტა ვონდროუშოვა (ჩეხეთი)
ვერონიკა კუდერმეტოვა (რუსეთი) : გარბინ მუგურუსა (ესპანეთი)
პეტრა მარტიჩი (ხორვატია) : ბარბორა სტრიცოვა (ჩეხეთი)
ანეტ კონტავეიტი (ესტონეთი) : ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუსეთი)
ელინა რიბაკინა (ყაზახეთი) : კატერინა სინიაკოვა (ჩეხეთი)
კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) : კრისტინა მლადენოვიჩი (საფრანგეთი)

1/8 ფინალურო შეხვედრები 19 თებერვალს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი