მთავარი მთავარი დიეგო სიმეონე: ,,8 წელია აქ ვარ და ასეთი გიჟური გულშემატკივრობა მთელი თამაშის განმავლობაში,  არასდროს მინახავს”

დიეგო სიმეონე: ,,8 წელია აქ ვარ და ასეთი გიჟური გულშემატკივრობა მთელი თამაშის განმავლობაში,  არასდროს მინახავს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური სერიის  პირველი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მადრიდის ,,ატლეტიკოსა” და ,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთელებმა არგენტინელმა დიეგო სიმეონემ და გერმანელმა იურგენ კლოპმა განვლილი ორთაბრძოლა შეაფასეს.

სიმეონე გუნდის თამაშით კმაყოფილია და აცხადებს, რომ გულშემატკივარმა ძალიან მაღალი დონის შეხვედრა იხილა.

დიეგო სიმეონე: ,, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ერთმუშტად შეკრულები ვიყავით და გამარჯვებაც ამის დამსახურებაა. მოედანზე მაღალი ხარისხის ფეხბურთი გაჩაღდა, რაც ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშის დამსახურებაა. ბედნიერი ვარ, რომ ,,ატლეტიკოს” გულშემატკივრებს სიხარული მივანიჭედ. მათ მხურვალედ გვიქომაგეს და  ,,ლივერპულის” დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. 8 წელია აქ ვარ და ასეთი გიჟური გულშემატკივრობა მთელი თამაშის განმავლობაში,  არასდროს მინახავს. სწრაფი გოლის გატანის შემდეგ მეტოქემ დაცვაში თამაში გვაიძულა, მაგრამ სივრცეები არ დავტოვეთ და მათ მხოლოდ კონტრშეტევების შანსი მივეცით.
მთლიანობაში გულშემატკივარმა ძალიან მაღალი დონის შეხვედრა იხილა. ძალიან ემოციური მატჩი იყო.
განმეორებით შეხვედრაზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან იქამდე დიდი დროა დარჩენი. ჩვენი მიზანია, ლა ლიგაში სიტუაცია გამოვასწოროდ და ლივერპულში ამაღლებული განწყობით ჩავიდეთ.” – აცხადებს დიეგო სიმეონე.

იურგენ კლოპის აზრით, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. გერმანელი სპეციალისტი აცხადებს, რომ განმორებით მატჩამდე სიტუაციის გამოსასწორებლად, დიდი დროა დარჩენილი.

იურგენ კლოპი: ,,ატლეტიკო” დიდი გუნდია. მათთან თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგეს უჭირს. დიეგო სიმეონეს ბიჭებს დიდი გული აქვთ და თითოეულ შეხვედრაში თავდადებით იბრძვიან.
მადრიდელებმა გულშემატივრების მხარდაჭერა გამოიყენეს და გამარჯვება მოიპოვეს.
რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ველოდებით საპასუხო შეხვედრას. ,,ენფილდზე” გასამართ მატჩამდე დიდი დროა და ეს დრო კარგად უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად შეხვედრას დეტალურად განვიხილავთ და მომავალ ორთაბრძოლაში, სულ სხვა ,,ლივერპულს” იხილავთ.
,,ატლეტიკო” გატანილი გოლის შემდეგ თავს კარგად იცავდა. ჩვენი კი მათი დაცვის გასარღვევად სივცეებს ვეძებდით. გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ წინ საპასუხო მატჩია და იქ მადრიდელთა კარს უფრო მრავალფეროვნად შევუტევთ.
მანე? იმიტომ შევცვალე, რომ გაფრთხილება ჰქონდა და არ მინდოდა გამერისკა.
წაგების მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობთ, ჯერ ისევ ბრძოლაში ვართ და ჩვენ ქომაგებს ,,ატლეტიკოსთან” საპასუხო მატჩში  ბრძოლას და გამარჯვებას ვპირდებით.
მადრიდელებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ენფილდზე“.
დაე, ლივერპულში გამოვლინდეს ჩვენში საუკეთესო.” აცხადებს იურგენ კლოპი პრესკონფერენციაზე.

,,ატლეტიკოსა” და  ,,ლივერპულს” შორის ,,ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე გამართული მატჩი ესპანურმა გუნდმა საულ ნიგესის გოლით 1:0 მოიგო.
გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 მარტს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი