მთავარი მთავარი გერმანული მედლებისთვის 14 ქართველი დაირაზმა

გერმანული მედლებისთვის 14 ქართველი დაირაზმა

283 ნახვა

ამჯერად გერმანიას სტუმრობს დიდი ძიუდო. იქაურ დიუსელდორფში, ხვალიდან 23 თებერვლის ჩათვლით, სეზონის მეორე დიდი სლემის რანგის ტურნირი გაიმართება და სამედლო კონკურენციაში, 117 ქვეყნის 700-მდე ფალავნთან ერთად, 14 ქართველსაც ვიხილავთ.

ესენი არიან:

ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაზე (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (81კგ), ლაშა ბექაური და ბექა ღვინიშვილი (90კგ), ნიაზ დიასამიძე და გიორგი ჩიქოვანი (100კგ), გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე (+100კგ).

გოგონები ამჯერად დაისვენებენ.

რაც შეეხება საშეჯიბრო დროებს:

21 და 22 რიცხვებში ასპარეზობები 12:30 საათიდან,  ხოლო 23-ში 13:00-დან დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი