მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ტურნირი დრამატულ ბრძოლაში გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ტურნირი დრამატულ ბრძოლაში გამარჯვებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის შესარჩევ ტურნირში ჩაერთო.

ქართველები საკვალიფიკაციო ეტაპზე უმოტივაციოდ არიან, რადგანაც კონტინენტის პირველობის მასპინXლობის გამო ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული გვაქვს.

თბილისის, ,,სპორტის სასახლეში” საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას უმასპინძლა და ოვერტაიმში გამარჯვება იზეიმა.

ან არა და ქართველებმა პირველი ორი ოერიოდი შესანიშნავად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით 42-29 გავიდნენ.

შესვენენიდან დაბრუნების შემდეგ ქართველებს თამაში აერიათ.
ნეიტრალური ქვეყნის შვილებს კი ყველაფერი გამოუვიდათ და ნელ-ნელა ანგარიშის შემცირება დაიწყეს.
საბოლოოდ, კი შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 79-79 დასრულდა.
ოვერტაიმში ქართველები გამოფხიზლდნენ და დრამატული ორთაბრძოლა 96:88 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებიდან ორმაგი დუბლი ,,ტენერიფეს” ცენტრმა გიორგი შერმადინმა შეასრულა.
ნაკრების ლიდერმა 16 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტი 21 ქულა ბექა ბურჯანაძემ ჩააგდო. მან ქულებს 7 მოხსნა და 3 პასიც წაუმატა.
18 ქულა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ტად მაკფადენმა მოაგროვა.
14 ქულას თავი დუდა სანაძემ მოუყარა.
11 ქულით გუნდს მიხეილ ბერიშვილი შეეწია.

შვეიცარიელმა ჯონათან კაზადიმ სამმაგი დუბლი გაიფორმა. ფრანგული ,,ლილის” კალათბურთელმა 22 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი დააგროვა.
თანამემამულეს 18 ქულით მხარი პატრიკ ბალდასარმა აუბა.
14 ქულა რობერტო კოვაჩის ანგარიშზეა, ხოლო არნაუ კუტურემ 12 ქულა ჩააგდო.

საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით აქტივში 2 ქულა ჩაიწერა და ჯერჯერობით ჯგუფის ლიდერია.

ესეც მატჩის ოქმი: http://www.fiba.basketball/

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი