მთავარი მთავარი 4 მედალი მინსკიდან – ქართველმა სამბისტებმა საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყეს

4 მედალი მინსკიდან – ქართველმა სამბისტებმა საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
137 ნახვა

დღეს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამბოს ხალიჩები გაიშალა.

A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირზე სხვადასხვა ქვეყნიდან ძლიერმა ფალავნებმა მოიყარეს თავი და მედლებისთვის ფიცხელი ბრძოლა გააჩაღეს.

ბელარუსის პრეზიდენტის თასზე პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველებმა 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მძიმეწონოსანი ბექა ბერძენიშვილი ავიდა.
ევროპული ოლიმპიადის ჩემპიონმა გადამწყვეტ ბრძოლაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი რუმინელი ილია ნატეა დაამარცხა.

ბელარუსიდან ბრინჯაოს მედლით ხელდამშვენებულები მინდია ლილუაშვილი (74 კგ), პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) დაგვიბრუნდებიან.

ორმა ახალგაზრდა მოჭიდავემ საბა გრიგალაშვილმა და ელიზბარ თურქიამ ტურნირი უმედლოდ დაასრულეს.

ხვალ, მინსკის ტურნირზე ქართველი სამბისტები დარჩენილ წონებშიც გამოვლენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი