მთავარი მთავარი სიმონა ჰალეპი წინ მიიწევს, კაროლინა პლიშკოვა სახლში წავიდა – დუბაის ტურნირზე 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ

სიმონა ჰალეპი წინ მიიწევს, კაროლინა პლიშკოვა სახლში წავიდა – დუბაის ტურნირზე 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე დუბაი საჩოგბურთო ტურნირზე 1/2 ფინალის საგზური WTA-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანმა სიმონა ჰალეპმა მოიპოვა.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა ბელარუსი არინა საბალენკა დაამარცხა.

ჰალეპმა სლავ ვიზავის 3-სეტში 3-6, 6-2, 6-2 სძლია.

სიმონა ჰალეპი ფინალში გასასვლელად ამერიკელ ჯენიფერ ბრედის დაუპირისპირდება.

იანკმა ქალბატონმა ტურნირიდან შინ, ესპანელი გარბინ მუგურუსა გაუშვა.
ბრედიმ პირინეელი ჩოგბურთელს 3-სეტში 6-7, 6-3, 6-4 მოუგო.

დუბაის ტურნირს WTA-ს რეიტინგის მე-3 ჩოგანი კაროლინა პლიშკოვა დაემშვიდობა.
პლიშკოვამ ბოლო დროს კარგად ათამაშებულ ყაზახეთის წარმომადგენელ ელენა რიბაკინასთან 2-სეტში 6-7, 3-6 წააგო.

რიბაკინა 1/2 ფინალში ხორვატ პეტრა მარტიჩს დაუპირისპირდება.
მარტიჩმა ბალტიისპირეთის საგზური ესტონელ ანეტ კონტავეიტს გამოუწერა

ბალკანელმა 2-სეტში 7-6, 6-1 გაიმარჯვა.

დუბაის ტურნირის 1/2 ფინალი
21 თებერვალი
ელენა რიბაკინა (ყაზახეთი) : პეტრა მარტიჩი (ხორვატია) 17:00 სთ.
სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) : ჯენიფერ ბრედი (აშშ) 19:00 სთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი