მთავარი მთავარი მადრიდის ,,რეალმა” ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა

მადრიდის ,,რეალმა” ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა

ავტორი კახა მიხანაშვილი
89 ნახვა

მადრიდის ,,რეალმა” ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი კლუბის მუზეუმში მიიწვია და სიმბოლურად ,,სამეფო კლუბის’ პირველნომრიანი მაისური გადასცა, რომელსაც სპორტსმენის გვარი აწერია.

ესპანეთის ძიუდოს ისტორიაში პირველ მსოფლიოს ჩემპიონს,  ასე ,,რეალმა” 24 წლის იუბილე  მიულოცა.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი პლანეტის უძლიერესი ძიუდოისტი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 2018 წელს გახდა.
წარმოშობით ქართველმა ფალავანმა მსოფლიოს პირველობის ფინალში კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი დაამარცხა.

იმ დღიდან შერაზადიშვილი ესპანეთში ძალიან პოპულარული გახდა. ნიკოლოზის პატივსაცემად, მადრიდის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი უწოდეს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი