მთავარი მთავარი ლაშა ტალახაძე: ,,დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს აქტიურობისთვის, მხარდაჭერისა და ხმის მოცემისთვის”

ლაშა ტალახაძე: ,,დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს აქტიურობისთვის, მხარდაჭერისა და ხმის მოცემისთვის”

ავტორი კახა მიხანაშვილი
59 ნახვა

უძლიერესი ქართველი ძალოსანი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის 4-4 გზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ქართველ გულშემატკივრებს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში მხარდაჭერისთვის მადლობა უხდის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხთან” საუბარში ტალახაძე აცხადებს, რომ ეს ჯილდო ყველაზე მეტად წელს ეკუთნოდა, რადგანაც 2019 წელს
რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, რომელიც მსოფლიო ძალოსნობის ისტორიში აქამდე არ დაფიქსირებულა.
მისმა გულშემატკივრებმა კი ეს სიკეთე გვერდში დგომით გადაუხადეს.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომელთა აქტიურობამაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული უკვე მესამედ მომანიჭა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის, მხარდაჭერისა და ხმის მოცემისთვის.

რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტიტული. 2019 წელს ალბათ განსაკუთრებით მეკუთვნოდა ეს ჯილდო, რადგან წელს დავაფიქსირე რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში. ჩემმა გულშემატკივრებმა ეს სიკეთე გვერდში დგომით გადამიხადეს. მადლობელი ვარ მათი და ძალიან მიხარია“, – განუცხადა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველ არხს.

მსოფლიოს ძალოსნობის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ 17 084 ხმა მიიღო. ქართველმა ძალოსანმს სომეხ
სიმონ მარტიროსიანს 11 000-ზე მეტი ხმით გაუსწრო.
https://sporter.ge/20166/

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი