მთავარი მთავარი 3 ოქრო, 6 ბრინჯაო – ქართველი სამბისტები მინსკიდან სამშობლოში მედლების დახუნძლული ბრუნდებიან

3 ოქრო, 6 ბრინჯაო – ქართველი სამბისტები მინსკიდან სამშობლოში მედლების დახუნძლული ბრუნდებიან

ავტორი კახა მიხანაშვილი
134 ნახვა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამბოს საერთაშორისო ტურნირზე ქართველებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს.

ბელარუსის პრეზიდენტის თასზე ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილმა სამბისტებმა 3 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

მძიმეწონოსან ბექა ბერძენიშვილის ჩემპიონობის შემდეგ, დღეს, ოქროს მედლები ირაკლი კუპატაძემ და ნინო ოძელაშვილმა მოიპოვეს.

57 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში კუპატაძემ ყაზახეთის წარმომადგენელი კაირბერდი აიდუნბაი 6:2 დაამარცხა.

80 კილოგრამში მოასპარეზე ნინო ოძელაშვილმა კი გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უკრაინელ გალინა კოვალსკას 6:3 სძლია.

მინსკის საერთაშორისო ტურნირზე პირველი საშეჯიბრო დღის დარად, ამჯერადაც 3 ბრინჯაოს მედალი ავიღეთ.

ბრინჯაოს მედალოსნები გივი ნადარეიშვილი (57 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (82 კგ), დავით
ლორიაშვილი (100 კგ), მინდია ლილუაშვილი (74 კგ), პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) გახდნენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი