მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ბექა გორგაძე: „ვეცდებით გულშემატკივარს დახვეწილი, შემტევი და სწრაფი რაგბი ვაჩვენოთ”

ბექა გორგაძე: „ვეცდებით გულშემატკივარს დახვეწილი, შემტევი და სწრაფი რაგბი ვაჩვენოთ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

საქართველოსა და ბელგიის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩამდე რამდენიმე საათია დარჩენილი.

კაპიტნის ვარჯიშის დასრულებისთანავე, ქუთაისის  „აია არენას“ საკონფერენციო  დარბაზში საქართველოს ნაკრების  მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა  და გუნდის ახალმა კაპიტანმა ბექა გორგაძემ  ერთობლივი პრესკონფერენცია  გამართეს.

,,ბორჯღალოსანთა” თავკაცი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი წინა ორ თამაშზე უკეთესი იქნება:

ლევან მაისურაშვილი: „ვეცდებით ხვალინდელ შეხვედრაში უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები შეტევაში და დაცვაში. ნახავდით, რომ ბელგიის ნაკრებთან ჩვენ ახალგაზრდული შემადგენლობით ვითამაშებთ. გვყავს ახალი, 33-ე კაპიტანი. ბირთვი ახალგაზრდულია, თუმცა მჯერა, რომ მათ თავდაჯერებულობა არ აკლიათ და ვეცდებით საინტერესო და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ. მინდა ქუთაისელებს მადლობა გადავუხადო ტრადიციულად, კარგი მასპინძლობისთვის.

გუნდის ახალი, ,,ბორჯღალოსანთა ისტორიაში 33-ე კაპიტანი ბექა გორგაძე ქუთაისელ გულშემატკივარს შემტევ და სწრაფ რაგბს პირდება.

ბექა გორგაძე: „მივყვებით გეგმას და ვცდილობთ, რომ მატჩიდან-მატჩამდე გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაშის ხარისხი. ბელგიასთან ჩვენი მიზანი სწორად ხარისხიანი თამაშის ჩვენებაა, რაც ესპანეთთან მეორე ტაიმში ვერ მოვახერხეთ. ვეცდებით გულშემატკივარს დახვეწილი, შემტევი და სწრაფი რაგბი ვაჩვენოთ. რაც შეეხება კაპიტნობას, ამ ტვირთს სრული პასუხისმგებლობით ვიღებ და შევეცდები მოედანზე ჩემი როლი კიდევ უფრო გავაღრმავო“.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები ბელგიას „აია არენაზე“ მასპინძლობს.
შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი