მთავარი სხვა_კრივი როგორ შეძლებ აღდგომას, თუ ჯერ ფერფლად არ იქცევი?!

როგორ შეძლებ აღდგომას, თუ ჯერ ფერფლად არ იქცევი?!

40 ნახვა

“როგორ შეძლებ აღდგომას, თუ ჯერ ფერფლად არ იქცევი?!” – ზედმიწევნით კარგად უხდება ფრიდრიხ ნიცშეს ეს სიტყვები დღევანდელი მსოფლიო კრივის ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლს ტაისონ ფიურის, იგივე ბოშების მეფეს. მის შესახებ გამოცემები ბევრს წერენ. მისი დიდებული საქმენიც ცნობილია. არცაა გასაკვირი, შეიძლება მისი პრიოვნების მიმართ კარგი ან ცუდი დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ მისი უბრალოების, გახსნილობის და ქარიზმის მიმართ დარჩე გულგრილი გამორიცხულია.

ისტორია 1988 წლის 12 აგვისტოს ირლანდიელი ბოშების ოჯახში დაიწყო, ან როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, ირლანდიელი მოგზაურების ოჯაში.

ინგლისში, ქალაქ მანჩესტერში ტაისონ ლიუკ ფიური დაიბადა. ძნელი წარმოსაგენია, მაგრამ დაბადებისას მომავალში 206 სანტიმეტრიანი გოლიათი 450 გრამს იწონიდა, ეს კი იმის გამო რომ სამყაროს დანიშნულზე 7 კვირით ადრე მოევლინა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ბიჭი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა მამა, წარსულში ასევე მოკრივე ჯონ ფიური. თავის შვილში იგი უკვე მაშინვე ხედავდა მომავალ დიდ მოკრივეს.

საბედნიეროდ ტაისონი გადარჩა. რთული ბავშვობის მიუხედავად შეძლო და თავი აარიდა კრიმინალთან ურთერთობას – მოზარდობისას მუდამ პატიოსანი შრომით შოულობდა პურის ფულს.

არც თუ ისე ტიტულოვანი სამოყვარულო კარიერის შემდეგ, ტაისონმა პროფესიონალურ კრივში გადაბარგება გადაწყვიტა. 2008 წლის დეკემბერში სადებიუტო შეხვედრა გამართა და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ვინმე ბელა გიონგიუსი უნგრეთიდან.  უკვე 2009 წელს ტაისონი მძიმეწონაში ინგლისის ჩემპიონი გახდა, 2011-ში ბრიტანეთის, ხოლო 2014-ში ევროპის. საკრივო ოლიმპზე ბოშების მეფე 2015 წელს ავიდა, როცა საკუთარი კერპი ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა და საჩემპიონო ქამრები – ასოციაციის, ორგანიზაციის, საერთაშორიო ორგანიზაციის, ფედერაციის და რინგის გააერთიანა. თუმცა როგორც სწაფად ავიდა დიდების მწვერვალზე, ისევე სწრავად ჩამოვიდა. წარმატებულ მოკრივეს, კარგ მეოჯახესა და მხიარულ ბიჭს დეპრესია დაეწყო. მიეძალა ალკოჰოლს და შეჯდა კოკაინზე. მალევე ჩემპიონს პირველი ქამარი წაართვეს – ფედერაციის. მომდევნო წელს კი თავისივე ნებით დათმო დანარჩენი ტიტულები. ამას მოჰყვა ჩავარდნილი დოპინგტესტი და ჩამორთმეული მოკრივის ლიცენზია. 27 წლის ბიჭი რომელიც დიუსელდორფის რინგზე დაფრინავდა 180 კილოგრამამდე გასუქდა და ყოველ საღამოს 10 ლიტრამდე ლუდს ვისკისა და არაყს უმატებდა.

“მე მქონდა ბავშვობის მიზანი, რომელსაც მივაღწიე – თითქოს ევერესტი დავიპყარი. შემდეგ კი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. საბოლოოდ სპორტიდან წავედი. მივეძალე სასმელს, დავდიოდი სტრიპბარებში… მაგრამ შინაგანად მაინ ცარიელი ვიყავი”

სამმა გრძელდა წელიწადმა ამდაგვარად განვლო. უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად ტაისონმა შეძლო და თავის ძველ და ერთგულ მეგობარს კრივს დაუბრუნდა. ბავშვური გასართობები უკან მოიტოვა, დაიკლო 70 კილოგრამი, დაიბრუნა ძველი სიმსუბუქე, დაიბრუნა დიდება და ჩემპიონობა – საბჭორს ვერსიით უკვე ექსჩემპიონ მრისხანე დეოინტეი უაილდერს 7 რაუნდში “მოუგვარა” საქმე, მისი მუშტები და ენა კი კვლავაც გესლიანი და მომაკვდინებელი გახდა.

მიესალმეთ, შეიყვარეთ და გეშინოდეთ. ბოშების მეფე ისევ მწვერვალზეა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი