მთავარი სხვა_კრივი კბილებისთვის გადადნობილი ოლიმპიური ოქროები

კბილებისთვის გადადნობილი ოლიმპიური ოქროები

47 ნახვა

2007 წლის 22 ივლისი იდგა. ბრაზილიის დედაქალაქ რიო-დეჟანეიროში კრივში პანამერიკული თამაშები მიმდინარეობდა. კუბულთა ორი ვარსკვლავი ერისლანდი ლარა და გილერმო რიგონდო მეოთხედფინალურ ორთაბრძოლებში არ გამოცხადნენ.

მალევე დაირხა ხმები რიგომ და ლარამ პროფესიონალურ კრივში გადაბარგების მიზნით გერმანიას მიაშურესო.

საქმში ფიდელ კასტროც კი ჩაერთო და მოკრივეევს ქვეყნის ღალატში დასდო ბრალი. 10 დღის თავზე რიგო და ლარა საზღვრთზე დააკავეს. ამან აგორელი თემა მათი მოღალატეობის შესახებ უფრო გაამყარა. ოჯახის წევრებსაც კი აღარ სჯეროდათ მოკრივეების, რომლებით თავგამოდებით ამტკიცებდნენ მოღალატეები არ ვართო.  და მაინც, კუბაში იმედი ქონდათ რიგო ბეიჯინგში მესამე ოლიმპიურ ოქროს შეუტევდა და ლეგენდარულელი ფელიქს სავონისა და თეოფილო სტივენსონის შედეგს გაიმეორებდა. თუმცა ამის წინააღმდეგი ფიდელ კასტრო წავიდა

“სპორსტმენი, რომელიც ნაკრებს ტოვებს არაფრით განსხვავდება დეზერტირისგან!”

კასტროს განკარგულებით რიგოს ჩამოართვეს 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მოგებისთვის ნაჩუქარი ავტომობილი მიცუბიში ლანსერი. ასევე შეუწყვიტეს ხელფასი, რომელიც 30 დოლარს შეადგენდა, ნაკრების წევრებს კი მასთან კონტაქტი სასტიკად აუკრძალეს.

2009 წლის თებერვალში რიგო ამერიკაში მიმავალ 30 კაციან ჯგუფს შეუერთდა. მშიერი ზვიგენებით სავსე ოკეანე აწ უკვე კუბელმა მიგრანტმა მშვიდობით გადაცურა და მაიამიში დასახლდა, სადაც თანანაკრებელები – იურიოკის გამბოა, ერისლენდი ლარა და ოლდანიერ სოლისი ელოდებოდნენ.

დაიწყო სამზადისი პროფესიოალური კარიერისთვის.

იმ დროისთვის, და ახლაც, კუბელი მოკრივეები არც თუ ისე კარგი სახელით სარგებლოდნენ ამერიკაში.  ცოტაოდენი ფულის შოვნის შემდეგ მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგავდა მოტიციას, უკლებდა ვარჯიშს, უმატებდა გართობას და ღვთისგან ბოძებულ ნიჭს უბრალოდ ანიავება. მიუხედავად ამ სტერეოტიპისა რიგოს ამერიკული კარიერა მშვნივრად აეწყო. ბრძოლას ბრძოლაზე იგებდა, თუმცა სულით და გულით კვლავაც მშობლოურ კუბაში იყო, სადაც მეუღლის და 7 წლის შვილის დატოვება მოუწია. ერთ დროს კუბელთა კერპს სამშობლოში დამლაპარაკებელიც კი აღარაინ დარჩენოდა ოჯახის გარდა. მამას მასზე უარი ეთქვა – მოღალატე შვილი არაფერში მჭირდებაო, დედა კი მისი ამერიკაში გაქცევის შემდეგ გარდაიცვალა.

“მას ყველაზე სევდიანი სახე ალბათ არავის აქვს დედამიწის ზურგზე… კითხვაზე, თუ სად წაიღო ოლიმპიური ოქროს მედლებს, შემდეგი პასუხი გამცა – “მე ისინი გადავადნე რათა კბილები ჩამესვა” – ასე იხსენებს ამერიკელი ჟურნალისტი ბრინ ჯონათან ბატლერი რიგოსთან პირველ შეხვედრას.

მოგიანებით ბატლერმა რიგოს შესახებ წიგნიც გამოსცა სახელწოდებით “კუბელი მოკრივის მოგზაურობა”.

გასაოცარია, მაგრამ ამდენი შეურაცხყოფისა და დამცირების შემდეგ, გილერმო რიგონდო ორტიზი კვლავაც კუბის ერთგულ შვილად რჩება. წამითაც კი არ გაუვლია თავში მოქალაქეობა შეეცვალა და რინგზე სხვა ქვეყნის ღირსებას დაეცვა.

და დღესაც, 11 წლის შემდეგ, რუდუნებით ელოდება იმ დღეს, როცა უფლება მიეცემა სამშობლოში ჩასვლის… დღეს, რომელიც შეიძლება არასდროს დადგეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი