მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბაიერნმა” ,,,ჰოფენჰაიმს” გადაუარა

,,ბაიერნმა” ,,,ჰოფენჰაიმს” გადაუარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩში მიუნხენის.,,ბაიერნმა” სტუმრად, ,,ჰოფენჰაიმს” 6:0 სძლია.

ბავარიელებმა პირველ 15 წუთში 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტეს.

გოლების ავტორები სერჟ გნაბრი, ჯოშუა კიმიხი და ნიდერლანდელი ჯოშუა ზირკზე გახდნენ.

ამის შემდეგ ბრაზილიელი კოუტინიოც გამოირჩა.
სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა 33-ე და 47-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა.

,,ჰოფენჰაიმის” განადგურებას წერტილი 62-ე წუთზე ლეონ გორეცკამ დაუსვა.

,,ბაიერნმა” 52 ქულა დააგროვა და მე-2 პოზიციაზე მყოფ ,,ლაიპციგს” 4 ქულით გაუსწრო.
,,ლაიფციგის” დარ, 48 ქულა გააჩნია დორტმუნდის ,,ბორუსიასაც”. მათ ინგლისელი ჯეიდონ სანჩოს გოლით ,,ფრაიბურგი” 1:0 დაამარცხეს.

,,ჰოფენჰაიმი” 0:6 ,,ბაიერნი”
2′ გნაბრი (0-1), 7’კიმიხი (0-2), 16′ ზირკზე (0-3), 33′ 47′ კოუტონიო (0-4, 0-5), 62′ გორეცკა (0-6)

,,აუგსბურგი” 2:3 ,,მიუხენგლადბახი”
49′ ბენსებაინი (0-1), 53′ შტლინდი (0-2), 57′ ლოვენი (1-2), 79′ შტლინდი (1-3), 83′ ფინბოგადონი (2-3)

,,დორტმუნდი” 1:0 ,,ფრაიბურგი”
15′ სანჩო

,,კიოლნი” 3:0 ,,შალკე”
9′ ბორნაუ (1-0), 39′ კორდობა (2-0), 75′ ნუბელი ა.გ. (3-0)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი