მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი მიხაილ მარხელი: ,,საბჭოეთის პერიოდიდან მახსოვს, როგორი ქომაგობა შეუძლიათ საქართველოში. მით უმეტეს, რომ ბელარუსთან შეხვედრა ქართველებისთვისაც ,,ცხოვრების მატჩია”!

მიხაილ მარხელი: ,,საბჭოეთის პერიოდიდან მახსოვს, როგორი ქომაგობა შეუძლიათ საქართველოში. მით უმეტეს, რომ ბელარუსთან შეხვედრა ქართველებისთვისაც ,,ცხოვრების მატჩია”!

ავტორი კახა მიხანაშვილი
59 ნახვა

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა საქართველოსთან ერთა ლიგის მოახლოვებული მატჩის შესახებ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

სლავების თავკაცი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრაში გადამწყვეტი გუნდებიდ ფსიქოლოგიური მდგომარეობა იქნება.

მარხელს ქართველი გულშემატკივრების ქომაგობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ახსოვს და აცხადებს, რომ მისი გუნდი სავსე ტრიბუნების
წინაშე გამოსასვლელად სათანადოდ ემზადება.

მიხაილ მარხელი: ,,ჩვენი ნაკრებებიდან ტოპტურნირზე არცერთს უთამაშია, რაც მომავალ მატჩს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.
საქართველოს მონაწილეობით ბევრი თამაში ვნახე, ზოგიერთ მათგანს დავესწარი კიდეც.
ჩვენ საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ და კარგად გვესმის, რას უნდა ველოდოთ მათთან მატჩში. თქვენი გუნდი ახალგაზრდობისა და გამოცდილების კარგი ნაზავია.
ქართველებიდან შემტევ ხაზს გამოვარჩევ.

ბელარუსი გულშემატკივრები ამ მატჩს მოუთმენლად ელიან, რადგან ეს არის რეალური შანსი, იბრძოლო ევროპის ჩემპიონსტზე მოსახვედრად. ეს არის შანსი, რომელიც აქამდე არ გვქონია. ბუნებრივია, ჩვენი გუნდის ქომაგები დადებით შედეგს ელიან.
ბელარუსისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ნამდვილი ზეიმი იქნება. დარწმუნებული ვარ, ის მძლავს იმპულსს მისცემს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას.
მგონია, რომ ქართველებთან მატჩში გადამწყვეტი ფსიქოლოგია იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარობაში შეხვდებიან გუნდები მატჩს.

ეს შეხვედრა ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი იქნება. თქმა არ უნდა, რომ ნებისმიერი ადამიანის კარიერაში, არც თუ ისეთი ხშირია ასეთი მნიშვნელობის მატჩები.
შესაბამისად, ისიც ცხადია, რომ ზეწოლაც იქნება, მაგრამ ყველანაირად ვეცდები ეს მღელვარება მოთამაშეებზე არ გადავიდეს და ყველა მათგანმა შეძლოს მოედანზე თავისი შესაძლებლობების ზუსტად ჩვენება.
თუ ფინალში გავალთ, მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვიქნებით. ამჟამად კი მხოლოდ საქართველოსთან შეხვედრაზე ვფიქრობთ!

ჯერ კიდევ საბჭოეთის პერიოდიდან მახსოვს, როგორი ქომაგობა შეუძლიათ საქართველოში. მით უმეტეს, რომ ეს შეხვედრა ქართველებისთვისაც ,,ცხოვრების მატჩია”! ზოგჯერ ასეთმა მხარდაჭერამ შეიძლება პირიქითაც იმოქმედოს და მასპინძლები ფსიქოლოგიურ წნეხში მოექცნენ, მაგრამ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რა გელის თბილისში. ვიცით, რომ სტადიონი სავსე იქნება და ამისთვის ვემზადებით.” – აცხადებს ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხაილ მარხელი.

საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 26 მარტს, თბილისში ,,მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება.

შეხვედრა სტარტს 21:00 საათზე აიღებს.

წყვილში გამარჯვებული ნაკრები ერთა ლიგიდ ფინალში გავა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებს.

წყარო: ,,კვირის პალიტრა”

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი