მთავარი სხვა_გუნდური სახეობები თბილისის ,,დინამოს” ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

თბილისის ,,დინამოს” ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
44 ნახვა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ,,დინამომ” ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

ეს გამარჯვება ქართული წყალბურთის ისტორიაში ,,ოქრო ასოებით” ჩაიწერება, რადგან ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ისტოროაში პირველი მატჩი მოიგო.

,,დინამომ” ფრანგული კლუბი ,,მარსელი” 15:12 დაამარცხა.

ქართველებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს და პირველი მეოთხედი 5:1 მოიგეს.
მას, შემდეგ კი აღმაფრენით თამაში განაგრძეს და ბოლო პერიოდის წინ მეტოქეს 7-ქულიანი სხვაობით 14:7 ამარცხებდნენ.

თბილისის ,,დინამოდან” ჰეთთრიკი მარკო იელაჩამ, ბორის ვაპენსკიმ და ბექა ქავთარაძემ შეასრულეს.
დუბლი ფაბიო ბარალდიმ გაიფორმა.
ფრანგულ კლუბს თითო გოლი
გიორგი მარგაქველიძე, ნიკა შუშიაშვილი, რევაზ იმნაიშვილმა და ზურაბ რურუამ გაუტანეს.

,,მარსელიდან” საფრანგეთის ნაკრების წყალბურთელი უგო კროსილატი გამოირჩა. მან ჰეთთრიკი დააფიქსირა.

თბილისელების კარი 2-2-ჯერ
მიშელ ინდინსკიმ და იგორ კოვაჩევიჩმა დალაშქრეს.

ქართული გუნდის მეკარის ირაკლი რაზმაძის კარში თითო გოლი ანტე ვუკიჩევიჩმა, პიერ-ფრედერიკ
ვანპეპერსტრაე, ტომას ვერნო, რომან მარიონ-ვერნო გაიტანეს.

თბილისის ,,დინამომ” პირველი გამარჯვების შემდეგ აქტივში 3 ქულა ჩაიწერა. ქართული გუნდი B ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

,,დინამოს” ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 4 მატჩი აქვს დარჩენილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი