მთავარი საქართველოლეგიონერები ვასილ კაკოვინი ,,მონპელიეში” გადავიდა

ვასილ კაკოვინი ,,მონპელიეში” გადავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

ქართველი მორაგბე ვასილ კაკოვინი პარიზის კლუბ ,,რასინგ 92″-დან ,,მონპელიეში” გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცის ფრანგული გამოცემა ,,Midi Olimpique” ავრცელებს.

კაკოვინის საკუთარ კლუბში ხილვა “ლიონს” და “ბორდოს” ხელმძღვანელებსაც სურდათ, თუმცა საბოლოოდ 30 წლის მორაგბემ არჩევანი “მონპელიეზე” შეაჩერა.

ვასილ კაკოვინი ,,რასინგში” 2017 წლიდან ასპარეზობდა. მან პარიზულ გუნდთან ერთად 2018 წელს ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

ქართველ ბურჯს ახალ კლუბში მიხეილ ნარიაშვილი, უჩა ჭეიშვილი, ლუკა აზარიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და გელა აფრასიძე დაუხვდებიან.

თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ.,,მონპელიეს” წლის ბოლოს კოტე მიქაუტაძე დატოვებს. საქართველოს ნაკრების მეორეხაზელს მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და ხელშეკრულების გაგრძელება აღარ იგეგმება.
თუ სად გააგრძელებს 28 წლის მორაგბე კარიერას ჯერჯერობით უცნობია.

,,მონპელიეს” ახალი
სპორტული დირექტორი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ფილიპ სანტ-ანდრე ჰყავს.

ახალმა დორექტორმა ქართველი ვასილ კაკოვინის გარდა კლუბში
“პერპინიანიდან” მარცხენა ბურჯი ენცო ფოტრელა და “გრენობლიდან” მეორეხაზელი მიქაელ კაპელი დაიმატა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი