მთავარი მსოფლიოინგლისი ,,ჩელსიმ” ,,ლივერპულს” სძლია –  ,,ბიტლომანთა ქალაქის” გუნდი  ინგლისის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა

,,ჩელსიმ” ,,ლივერპულს” სძლია –  ,,ბიტლომანთა ქალაქის” გუნდი  ინგლისის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

ინგლისის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე ლონდონში, ,,სტამფორდ ბრიჯის” სტადიონზე ერთმანეთს ,,ჩელსი” და ,,ლივერპული” დაუპირისპირდნენ.

,,არისტოკრატებმა” მატჩი შესანიშნავად ჩაატარეს და მეტოქეს 2:0 სძლიეს.

შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე ბრაზილიელმა ვილიანმა გახსნა.

64-ე წუთზე როს ბარკლიმ ,,ლივერპულის” მეკარის ადრიანის კარი მეორედ დალაშქრა.

,,ჩელსი” ინგლისის თასის 1/4 ფინალში გავიდა და ტურნირის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ,,ლივერპულს” ძირითადი შემადგენლობით არ უთამაშია. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი შეცვლაზე შევიდა. ზოგიერთი კი იურგენ კლოპმა განაცხადს მიღმა დატოვა.
მიუხედავად ამისა ფაქტია, რომ წაუგებელმა მერსესაიდულმა კლუბმა ბოლო 4 თამაშიდან 3 ბრძოლა დათმო.

,,ბიტლომანთა ქალაქის” გუნდი ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ,,ატლეტიკოსთან” 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი პრემიერლიგის  მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი ,,უოტფორდთან” განიცადა.

,,ჩელსისთან” კი მერსესაიდელთა წაგებები გასამდა.

,,ჩელსი” 2:0 ,,ლივერპული”
13′ ვილიანი (1-0), 64′ ბარკლი (2-0)

,,რედინგი” 1:2 დ.დ.  ,,შეფილდ იუნაიტედი”
2′ მაკგოლდრიკი (0-1), 43′ პუშკაში (1-1), 105+1′ შარპი (1-2)

,,ვესტ ბრომვიჩი” 2:3 ,,ნიუკასლი”
33′ 45+1′ ალმირონი (0-1, 0-2), 47′ ლაზარო (0-3), 74′ ფილიპსი (1-3), 90+3′ ზაჰორე (2-3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი