მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ვლადიმირ ვაისი: ,,ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსი გააჩნია”

ვლადიმირ ვაისი: ,,ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსი გააჩნია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
44 ნახვა

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ერთა ლიგის C ლიგის კენჭისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

 ვაისის აზრით, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ, თუმცა დასძინა, რომ ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსი გააჩნია.

ვლადიმირ ვაისი: „ეს ჯგუფი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ. ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსები გააჩნია. ჩვენ ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, ასევე კარგად ვიცნობთ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც იმედი მაქვს, რომ ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით. სომხეთი ასევე კარგი გუნდია. ამ დონეზე ადვილი მატჩები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა მხოლოდ მარტის თამაშზე  უნდა ვიფიქროთ“ – აცხადებს ვლადიმირ ვაისი.

ერთა ლიგის C ლიგაში საქართველოს ნაკრები მე-2 ჯგუფში  ჩრდილოეთ მაკედონიასთან,  რსტონეთთან და სომხეთთან ერთად მოხვდა.

2020-2021 წლების სეზონის უეფას ერთა ლიგის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება. გათამაშების სრული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი