მთავარი კალათბურთი გიორგი შერმადინმა 25 ქულა დააგროვა – ,,ტენერიფეს” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

გიორგი შერმადინმა 25 ქულა დააგროვა – ,,ტენერიფეს” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში გოორგი შერმადინის ,,ტენერიფემ” ბელგიურ ,,ოოსტენდეს” 10-ქულიანი სხვაობით 85-75 სძლია და განმეორებითი შეხვედრისთვის სოლიდური ჰანდიკაპი შეიქმნა.

კანარის კუნძულელთა გუნდიდ ლიდერმა გიორგი შერმადინმა პარკეტზე 24:18 დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 25 ქულა, 5 მოხსნა და ერთი პასი მიითვალა.

ქართველმა ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 28 გახლდათ. იგი ამ მაჩვენებლით, მხოლოდ ბრაზილიელ თანაგუნდელ მარსელო უერტასს ჩამორჩა.
სამხრეთ ამერიკელმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა.
უერტასმა 19 ქულა, 10 პასი და 6 მოსხნა მოაგროვა და მატჩის MVP გახდა.

,,ოსტენდესა” და ,,ტენერიფეს” 1/8 ფინალური სერიის განმეორებითი მატჩი 10 მარტს, ბელგიაში შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი