მთავარი მსოფლიოიტალია ,,იუვენტუსისა” და ,,მილანის” მატჩი გადაიდო

,,იუვენტუსისა” და ,,მილანის” მატჩი გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

იტალიის თასი 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი ,,იუვენტუსსა” და ,,მილანს” შორის გადაიდო.

შეხვედრის გადადების მიზეზი იტალიაში დაფიქსირებული კორონა ვირუსი გახლავთ.

ორთაბრძოლის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ქალაქ ტურინში, სადაც მატჩი უნდა გამართულიყო კორონა ვირუსის შემთხვევები არ არის გამოვლენილი, თუმცა არსებობდა რისკი, რომ ,,ალიანს სტედიუმზე” შეხვედრაზე დასწრების მსურველ 40 000 გულშემატკივარიდან, რომელიმეს ვერაგული ვირუსის ნიშნები ჰქონოდა.
მით უფრო, რომ იტალიის იმ მხარეში, სადაც ქალაქი მილანი მდებარეობს კორონა ვირუსი მძვინვარებს.

იტალიაში ამ დრომდე კორონა ვირუსის 2502 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებას კი 79 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

საბედნიეროდ, დღეს, აპენინებზე კორონა ვირუსით არცერთი ადამიანი არ დაღუპულა.

იტალიის თასის 1/2 ფინალის პირველი მატჩი ,,მილანსა” და ,,იუვენტუსს” შორის, ,,სანსიროზე” ფრედ 1:1 დასრულდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი