მთავარი საქართველოლეგიონერები ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის ,,ლეგიას” ნახევარმცველი ვაკო გვილია პოლონეთის  24-ე  ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გვილია საუკეთესოდ ,,CANAL+SPORT”-მა აღიარა.  სააგენტომ ქართველი მოთამაშე ექსტრაკლასის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

ვაკო სიმბოლურ ნაკრებში პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიითაც მოხვდა.

ვაკო გვილიამ  პოლონეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ,,ლეგიას” უშუალო კონკურენტ  „კრაკოვიასთან“ 43-ე წუთზე შორეული დარტყმით ულამაზესი გოლის გატანა შეძლო. ქართველმა  თავი გულშემატკივრებს  კარგი თამაშით დაამახსოვრა.
გვილიამ მატჩი სრულად ჩაატარა.

,,ლეგია” კი პოლონეთის ჩემპიონატში 48 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილოსან ,,კრაკოვიას” 6 ქულით უსწრებს.

ვაკო გვილიას პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატში 24 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი