მთავარი საქართველოლეგიონერები კოტე მიქაუტაძემ მძიმე ტრავმა მიიღო

კოტე მიქაუტაძემ მძიმე ტრავმა მიიღო

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბემ კოტე მიქაუტაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-17 ტურის მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო.

,,მონპელიეს” ქართველი მეორეხაზელი ,,პაუსთან” შეხვედრის 45-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

დღეს, მიქაუტაძეს კლუბის ექიმებმა საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ ჩვენებურს ქუსლის მყესი აქვს გაწყვეტილი.

კოტე მიქაუტაძეს ოპერაციის გაკეთება მოუწევს. რის შემდეგადაც მოედანზე დაახლოვებით 6 თვე ვერ გამოვა.

ქართველი მორაგბისთვის სეზონი დასრულდა.
ასევე დასრულდა, მისი ,,მონპელიური” კარიერაც.
საქმე იმაში გახლავთ, რომ მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მხარეებმა ხელშეკრულების გაგრძელება აღარ ისურვეს.

გამოცდილი კოტე მიქაუტაძე დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს ნაკრებისთვისაც.

მართალია, 28 წლის მორაგბე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩისთვის ,,ბორჯღალოსანთა”
რიგებში გამოძახებული არ იყო, თუმცა მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამოტოვებს.

ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში ტურნეს გამართავს
და 18 ივლისს მსოფლიო ჩემპიონ “სპრინგბოკსს” დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი