მთავარი მთავარი ოლიმპიური ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა

ოლიმპიური ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
302 ნახვა

87 წლის ასაკში ქართველი მძლეოსანი რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

შავლაყაძე 60-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული მძლეოსანი იყო.
ქართველმა სპორტსმენმა 1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე 3-ჯერ გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი. ფინალში ჯერ 212 სმ დაძლია, შემდეგ 214 სმ, ჩემპიონობა კი 216 სმ-ზე გადებულ თამასაზე გადახტომით მოიპოვა.

გარდა ოლიმპიური ჩემპიონობისა შავლაყაძე 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (IV­-V ადგილი), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964) და სამგზის მეორე პრიზიორი (1959, 60, 62), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), სოციალისტური ქვეყნების თამაშების შვიდგზის გამარჯვებული (1957, 58, 59, 60, 61, 62, 63), „გიგანტთა მატჩში“ (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959). საუკეთესო შედეგი — 217 სმ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი გახლავთ.

შავლაყაძე ლენინის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის ორდენის კავალერი ბრძანდებოდა.

,,სპორტერის” რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული სპორტსმენის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და სრულიად საქართველოს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი