მთავარი მსოფლიოინგლისი ჟოზე მაურინიოს ,,ტოტენჰემი” ინგლისის თასიდან გავარდა

ჟოზე მაურინიოს ,,ტოტენჰემი” ინგლისის თასიდან გავარდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
48 ნახვა

ინგლისის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე ჟოზე მაურინიოს გაწვრთნილმა ,,ტოტენჰემ ჰოსპურმა” შინ, ,,ნორვიჩთან” წააგო და თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ორთაბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა. 1/4 ფინალისტი პენალტების სერიის შემდეგ გამოვლინდა.

შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩში თავდაპირველად, ლონდონელი ,,მამლები” დაწინაურდნენ.
მე-13 წუთზე გოლი ბელგიელმა  იან ვერტონგენმა არგენტინელ ჯოვანი ლე სელსოს პასით გაიტანა.

78-ე წუთზე ,,ნორვიჩის” შვეიცარიელმა ფორვარდმა იოსიპ დრმიჩმა წონასწორობა აღადგინა.

პენალტები კი უკეთ ,,ნორვიჩის” ფეხბურთელებმა შეასრულეს. მათ ოთხიდან 3 11-მეტრიანი ზუსტად დაარტყეს.
მაურინიოს შეგირდებმა კი ხუთიდან მხოლოდ ორი პენალტი გამოიყენეს.

ინგლისის თასის 1/4 ფინალში თამაშის უფლება ,,მანჩესტერ სიტიმ” მოიპოვა.
ხოსეპ გვარდიოლას ბიჭებმა არგენტინელ სერხიო აგუეროს გოლით სტუმრად, ,,შეფილდ იუნაიტედი” 1:0 დაამარცხეს.

მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო და ინგლისის თასის გათამაშებაზე გამოსვლას ,,ლესტერი” აგრძელებს.
,,მელიებმა” ,,ბირმინგემთან” წარმატებას პორტუგალიელ რიკარდო პერეირას გოლით მიაღწიეს.

,,ლესტერი” 1:0 ,,ბირმინგემი”
82′ პერეირა

,,შეფილდ იუნაიტედი” 0:1 ,,მანჩესტერ სიტი”
53′ აგუერო

,,ტოტენჰემი” 1:1 პენ. 2:3 ,,ნორვიჩი”
13′ ვერტონგენი (1-0), 78′ დრმიჩი (1-1)
პენალტები გაიტანეს: დაიე, ლო სელსო (,,ტოტენჰემი” )/ იდა, სტეპერმანი, კანტუელი ( ,,ნორვიჩი” )
პენალტები ვერ გაიტანეს: ლამელა, პაროტი, ფერნანდესი(,,ტოტენჰემი” )/ მაკლიკი  (,,ნორვიჩი”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი