მთავარი მსოფლიოესპანეთი ზღაპარი სახელად ,,მირანდესი” დასრულდა – ,,სამეფო თასის” ფინალში ,,რეალ სოსიედადი” გავიდა

ზღაპარი სახელად ,,მირანდესი” დასრულდა – ,,სამეფო თასის” ფინალში ,,რეალ სოსიედადი” გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

ესპანეთის ,,სამეფო თასის” ფინალში ბასკური კლუბი ,,რეალ სოსიედადი” იასპარეზებს.

სან-სებასტიანელებმა ტურნირის აღმოჩენას ლა ლიგა 2-ის მკვიდრ ,,მირანდესს” გასვლაზე, მინიმალური სხვაობით 1:0 სძლიეს და რადგანაც შეხვედრა შინაც ჰქონდათ მოგებული გადამწყვეტი თამაშის უფლება მოიპოვეს.

მატჩის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა.

,,რეალ სოსიედადი” ესპანეთის თასის ფინალშია და ამ ტიტულის მოპოვებას ისტორიაში მესამედ შეეცდება.
ბოლოს ბასკურმა გუნდმა ესპანეთის თასი შორეულ 1987 წელს აღმართა.

,,მირანდესი” 0:1 (0-2) ,,რეალ სოსიედადი”
41′ ოიარსაბალი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი