მთავარი მთავარი დევისის თასზე საქართველო ესტონეთს დაუპირისპირდება

დევისის თასზე საქართველო ესტონეთს დაუპირისპირდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ნაკრები ევრო/აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის ფლეი-ოფში ესტონეთის გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრები თბილისში, ,,ალექსანდრე მეტრეველის” სახელობის ,,მზიურის” კორტებზე გაიმართება.

ქართველები ბალტიისპირელებს 6 და 7 მარტს, შეერკინებიან.
შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია.

ესტონელთა წინააღმდეგ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი  გამოვა.
კოჭის ტრავმის გამო ტურნირს საქართველოს ნაკრების წევრი ალექსანდრე ბაქში გამოტოვებს.

დევისის თასზე გუნდის ღირსებას ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ნიკოლოზ დავლიანიძე, გიორგი ცივაძე და ზუკა ტყემალაძე დაიცავენ.
გუნდის კაპიტანი დავით კვერნაძე იქნება.

რამდენიმე წუთის წინ, მატჩის კენჭისყრა დასრულდა.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ პირველ მატჩს საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვლადიმირ ივანოვთან ჩაატარებს.

მეორე ორთაბრძოლაში ალქსანდრე მეტრეველი და კრისტიან ტამის შეხვდება.

წყვილთა თანრიგში კი ერთმანეთის პირისპირ გიორგი ცივაძისა  და ზურა ტყემალაძის ტანდემი  მატიას სიმარსისა და ვლადიმირ ივანოვის დუეტის წინააღმდეგ  წარსდგება.

6 მარტს, შეხვედრები 10:45 საათზე დაიწყება.

7 მარტის ბრძოლები კი სტარტს
10:00 აიღებს.

შეხვედრების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,მეორე არხი” შემოგვთავაზებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი