მთავარი მსოფლიოევროლიგა თორნიკე შენგელიას ,,ბასკონიამ” მიუნხენში ,,ბაიერნს” სძლია

თორნიკე შენგელიას ,,ბასკონიამ” მიუნხენში ,,ბაიერნს” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგის 27 ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას ,,ბასკონიამ” სტუმრად,მიუნხენში ,,ბაიერნს” 9-ქულიანი სხვაობით 80-71 სძლია და ფლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ბასკური გუნდის ლიდერმა თორნიკე შენგელიამ 27:31 წუთი ითამაშა და ტრადიციულად, გამორჩეული გახლდათ.
ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რაც საკუთარი კლუბიდან საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა პარკეტზე გატარებულ 24:45 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

მატჩის MVP ,,ბაიერნის” ამერიკელი კალათბურთელი გრეგ მონრო გახდა. მან გუნდს 18 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოუტანა.

,,ბასკონიას” 11 მოგების წილ, 16 წაგება გააჩნია და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა, თუმცა საფლეი-ოფო ზონაში მყოფი რამდენიმე გუნდი ბასკებს, სულ 2 ქულით უსწრებს.

თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგაზე მორიგ მატჩს 7 მარტს, ბერლინის ,,ალბასთან” შინ, ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი