მთავარი კალათბურთი ლეგენდარული ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
2328 ნახვა

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოსეშვილი თბილისის ,,დინამოს” ღირსებას 13 წლის განმავლობაში
1960-1972 წლებში იცავდა.

ლევან მოსეშვილმა არაერთ დიდ წარმატებას მიაღწია. მან  ,,დინამოსთან” ერთად 1962 წელს ჩემპიონთა თასი მოიპოვა.
1968 წელს კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. 1969 წელს საბჭოთა კავშირის თასი აღმართა.
თბილისურ კლუბში  ასპარეზობისას მოსეშვილმა, ასევე  საბჭოთა  სამი ვერცხლისა (1960, 1961, 1969) და ერთი ბრინჯაოს (1965) მედალიც დაისაკუთრა.
ქართველი კალათბურთელი საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას 1962-63 წლევში იცავდა.

საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ლევან მოსეშვილმა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი.

თბილისის „დინამომ“ მისი ხელმძღვანელობით 1977 წელს საკავშირო პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.

ლევან მოსეშვილს 2012 წელს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

,,სპორტერის” რედაქცია ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.  ვუსამძმრებთ ლევან მოსეშვილის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი