მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ქართველმა ფეხბურთელებმა ევროშესარჩევში მიჯრით მე-6 შეხვედრა წააგეს

ქართველმა ფეხბურთელებმა ევროშესარჩევში მიჯრით მე-6 შეხვედრა წააგეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
82 ნახვა

ევროპის შესარჩევი ტურნირის მე-6 ტურის მატჩში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მალტასთან 1:2 წააგო.

მალტაში გამართულ შეხვედრაში მასპინძლები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ.
ჰალეი ბუგეჯას პასით გოლი რაჩელ კუსჩიერიმ გაიტანა.

46-ე წუთზე ჰალეი ბუგეჯამ სხვაობა ორამდე გაზარდა.

76-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ხატია ჭყონიამ მალტელთა კარი დალაშქრა.

დარჩენილ დროში ქართველები ანგარიშის შეცვლას ამაოდ, ეცადნენ და ევროპის შესარჩევ ტურნირში ზედიზედ მე-6 შეხვედრა წააგეს.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.
ჩვენმა გოგონებმა 2 გოლი გაიტანეს და 32 მიიღეს.

მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები გასვლაზე, ისრაელთან 10 მარტს, გამართავს.

საქართველოს ნაკრების გოგონებმა მალტასთან ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
სუხაშვილი, რაუხი, სუთიძე, ტატუაშვილი, ქველიძე (60′ ქადაგიშვილი), ჭიჭინაძე,
პასიკაშვილი, მატვეევა, თოდაძე, ბაქრაძე (57′ ჩემინავა), ჭყონია

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი