მთავარი მსოფლიოინგლისი ,,წითელმა ეშმაკებმა” ,,ცხვრები” გაანადგურეს – ,,მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის თასის 1/4 ფინალშია

,,წითელმა ეშმაკებმა” ,,ცხვრები” გაანადგურეს – ,,მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის თასის 1/4 ფინალშია

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

ინგლისის თასის 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” სტუმრად, პრემიეშიფის ბინადარი ,,დერბი ქაუნთი” 3:0 გაანადგურა.

,,წითელმა ეშმაკებმა” ,,ცხვრების” აწიოკება 33-ე წუთზე დაიწყეს.
გოლი მანჩესტერელთა მცველმა ლუკ შოუმ გაიტანა.

41-ე წუთზე ნიგერიელმა ოდიონ იგალომ სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში, კერძოდ 70-ე წუთზე იგალომ დუბლი გაიფორმა და ,,მანჩესტერ იუნაიტედს” 1/4 ფინალში ადგილი დაუბევა.

ოლე გუნარ სოლსკიაერის ბიჭები ინგლისის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე ,,ნორვიჩს” დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა ,,ნორვიჩის” სტადიონზე 21 მარტს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი