მთავარი მთავარი ბასკური ფინალის მოლოდინში – ,,ბილბაო” ესპანეთის თასის ფინალშია

ბასკური ფინალის მოლოდინში – ,,ბილბაო” ესპანეთის თასის ფინალშია

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში ერთმანეთს ,,გრანადა” და ბილბაოს ,,ატლეტიკი” დაუპირისპირდნენ.

ამ გუნდების პირველი მატჩი ბასკებს 1:0 ჰქონდა მოგებული.

გრანადაში ,,ნუევო ლოს კარმენესის” სტადიონზე გამართული მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა

48-ე წუთზე კი მასპინძლები კარლოს ფერნანდესის გოლით დაწინაურდნენ.

76-ე წუთზე ხერმან სანჩესმა ორი მატჩის ჯამში წინ ,,გრანადა” გაიყვანა.

81-ე წუთზე იური ბერჩიჩემ კარიერაში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.
მისი გოლით ,,ბილბაო” ფინალში აღმოჩნდა.

ესპანეთის თასის ფინალში ბასკური დერბი შედგება.
,,ბილბაო” სან სებასტიანის ,,რეალ სოსიედადს” დაუპიროსპირდება.

ფინალის გამართვის დრო ჯერჯერობით უცნობია.

,,გრანადა” 2:1 (0-1) ,,ბილბაო”
48′ ფერნანდესი (1-0), 76′ სანჩესი (2-0), 81′ ბერჩიჩე (2-1)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი