მთავარი მთავარი დანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა

დანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

დანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 36 წლის ტომას კალემბერგს მედიკოსებმა კორონა ვირუსი დაუდგინეს. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ საფეხბურთო კლუბ ,,ბრონგბიუს” ოფიციალურ ვებგვერდი ავრცელებს.

კალემბერგი ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში სამოგზაუროდ ყოფნისას დაინფიცირდა.

დანიაში დაბრუნებულ კალემბერგს ვირუსის ნიშნები რამდენიმე დღეში აღმოაჩნდა. იგი ამჟამად სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

დანიაში ამ დროისთვის კორონა ვირუსის 20 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ნიდერლანდებში კი დაავადებას 82 ადამიანი ებრძვის.

საბედნიეროდ, არცერთ ამ ქვეყანაში გარდაცვალების ფაქტი არ ყოფილა.

ტომას კალემბერგი საფეხბურთო კარიერის დროს მშობლიურ ,,ბრონგიუში”, ფრანგულ ,,ოსერში” და ,,ევიანში”, ასევე გერმანულ ,,ვოლფსბურგში” გამოდიოდა.
მას დანიის ნაკრებში 47 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი.
კალემბერგს კარიერაში 2-2-ჯერ დანიის ჩემპიონის ტიტული და დანიის თასი აქვს მოპოვებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი