მთავარი მთავარი გაგამარუ ჰარუ ბაშოზე ვერ გამოვა – ტოჩინოშინის მეტოქეები ცნობილია

გაგამარუ ჰარუ ბაშოზე ვერ გამოვა – ტოჩინოშინის მეტოქეები ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

გაგამარუ ჰარუ ბაშოზე ვერ გამოვა – ტოჩინოშინის მეტოქეები ცნობილია

სუმოს 2020 წლის მე-2 სუპერტურნირ ჰარუ ბაშოს დაწყებამდე ორი დღით ადრე, იაპონიის სუმოს ასოციაციამ საწყისი ბრძოლების განრიგი გამოაქვეყნა.

სამწუხაროდ, ჰარუ ბაშოზე ტრავმის გამო თეიმურაზ ჯუღელი ვერ იასპარეზებს.

გაგამარუს ორივე მუხლი ისევ მწვავედ აწუხებს და ამ ვერაგული ტრავმის გამო ვარჯიშს ვერ ახერხებს.
ქართველ გოლიათს ბაშოს გამოტოვება რანგით დაბალ მაკუშიტა დუვიზიონში, კიდევ უფრო დაქვეითების ფასად დაუჯდება.

ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოვა.
ლევან გორგაძე სასტარტო ორთაბრძოლას მე-10 მაეგაშირა სადანოუმისთან ჩაატარებს.
ურთიერთშეხვედრებში ქართველი აზიელ რიკიშის 4:2 ამარცხებს.

ქართველი ექს-ოძეკის მეორე მოწინააღმდეგე მე-11 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება.
ტოჩინოშინს მასთან გამართული 10 შერკინებიდან, 8 შეხვედრა აქვს მოგებული.

ლევან გორგაძეს გაზაფხულის ბაშოზე კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოპოვება აუცილებლად სჭირდება, რათა მომავალ ბაშოზე უკეთესი წოდებით გამოვიდეს.

ჰარუ ბაშოზე გამოსვლას მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო კომოსუბი ენდოსთან ბრძოლით დაიწყებს.
მეორე დღეს კი პირველ მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდება.

მეორე მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ კი ჯერ დაეიეშოს შეხვდება, შემდეგ კი ძალებს კომოსუბი ჰოკუტოფუჯისთან მოსინჯავს.

ჰარუ ბაშო იაპონიის ქალაქ ოსაკაში სტარტს 8 მარტს, აიღებს.
ტურნირი ტრადიციულად, 15 დღე გაგრძელდება.

კორონა ვირუსის გამო ბრძოლები მაყურებლების გარეშე გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი