მთავარი სხვა_კრივი მოკრივეები ლონდონისთვის დაირაზმნენ

მოკრივეები ლონდონისთვის დაირაზმნენ

508 ნახვა

კარს მოგვადგა ევროპელ მოკრივეთა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირები. ევროპელი, იმიტომ, რომ ასეთი პაექრობები უკვე გაიმართა აფრიკისა და აზია-ოკეანეთში.

პირველ ასეთ შეჯიბრებას 13-დან 23 მარტის ჩათვლით დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი უმასპინძლებს და იქ საქართველოს სახელით იასპარეზებენ: 52 კგ – სახილ ალახვერდოვი, 57 კგ – არტუშ გომციანი, 63 კგ –  ლაშა გურული, 69 კგ – ესკერხან მადიევი, 75 კგ – გიორგი ხარაბაძე, 91 კგ – ნიკოლოზ ბეგაძე, +91 კგ – გიორგი ჭიღლაძე.

მომდევნო ასეთი შეჯიბრება პარიზში გაიმართება მაისის თვის 13-24 რიცხვებში.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი