მთავარი მთავარი ფრე პირველი დღის შემდეგ – დევისის თასზე საქართველოსა და ესტონეთს შორის ბრძოლა გრძელდება

ფრე პირველი დღის შემდეგ – დევისის თასზე საქართველოსა და ესტონეთს შორის ბრძოლა გრძელდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

თბილისში, ,,ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის” კორტებზე სტარტი დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის ფლეი-ოფის დაპირისპირებამ აიღო, სადაც საქართველოს ნაკრები ესტონეთის წინაშე წარსდგა.

პირველი დღის შემდეგ საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.

თავდაპირველად კორტზე საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ვლადიმირ ივანოვი გამოვიდნენ.

ფავორიტად მიჩნეულმა ბასილაშვილმა სტატუსი გაამართლა და ბალტიისპორელი ჩოგბურთელი 2-სეტში 6-4, 6-1 დაამარცხა.
ბასილაშვილს გამარჯვების მოსაპოვებლად, სულ რაღაც 1 საათი და 17 წუთი დასჭირდა.

გაცილებით დაძაბული გამოდგა ალექსანდრე მეტრეველისა და კრისტიან ტამის შეხვედრა.

ორთაბრძოლამ 2 საათი და 10 წუთი გასტანა.

3-სეტიანი დაპირისპირების გამარჯვებული ესტონელი ჩოგბურთელი გახდა. მან მეტრეველს 3-სეტში 6-4, 4-6, 6-3 მოუგო.

ხვალ, ქართულ-ესტონური ჯახი გაგრძელდება.
შეხვედრები დილის 10:00 საათიდან დაიწყება.

წყვილთა თანრიგში ქულის მოსაპოვებლად ერთმანეთს გიორგი ცივაძისა და ზურაბ ტყემალაძის დუეტი და მატიას სიმარისა და ვლადიმერ ივანოვის ტანდემს შეებრძოლება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ურთიერთობას კრისტიან ტამთან გაარკვევს.

ბოლო ბრძოლაში კი ალექსანდრე მეტრეველსა და ვლადიმერ ივანოვს შორის შედგება.

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი