მთავარი მსოფლიოესპანეთი კიკე სეტიენმა “ბარსელონას” ფეხბურთელებს ბოდიში მოუხადა

კიკე სეტიენმა “ბარსელონას” ფეხბურთელებს ბოდიში მოუხადა

ავტორი გივი თვალიაშვილი
6 ნახვა

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა თავისი ასისტენტის გამო ფეხბურთელებს ბოდიში მოუხადა.

“ელ კლასიკოს” მიმდინარეობისას ესპანურმა მედიამ დააფიქსირა მომენტი, სადაც სეტიენის ასისტენტი, ედერ სარაბია ფეხბურთელებს დამამცირებელ ფრაზებს უყვირის.

“ბოდიშს ვუხდით ყველას. ჩვენ შეცდომა დავუშვით და აღარ მსურს მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს. 

ამ ფაქტმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, რადგან ჩემი გუნდის იმიჯზე ბევრს ვფიქრობ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს იმიჯზე, რადგან ჩვენ შესაძლოა გაგვაკრიტიკონ ცვლილებების, ტაქტიკების გამო, მაგრამ არა ქცევებისთვის.” – განაცხადა სეტიენმა “El Periodico”-სთან ინტერვიუში.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი