მთავარი მთავარი დევისის თასზე საქართველო ესტონეთთან დამარცხდა

დევისის თასზე საქართველო ესტონეთთან დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში ესტონეთთან წააგო.

თბილისში ალექსანდრე მეტრეველის სახელობის ,,მზიურის” კორტებზე 2 დღის განმავლობაში მიმდინარე გათამაშებაში ქართველებმა, მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს.
გუშინ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვლადიმირ ივანოვს სძლია.

დღეს, კი ტრავმის მიზეზით ბასილაშვილი კორტზე არ გამოჩენილა.

ლიდერის გარეშე დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა, ჯერ წყვილთა თანრიგში წააგო, შემდეგ კი მარცხი ერთეულთა თანრიგშიც განიცადა.

გიორგი ცივაძისა და ალექსანდრე მეტრეველის დუეტმა ბრძოლა ვლადიმირ ივანოვთან და მატია სლინართან დათმო.

ბალტიისპირელებმა 3-6, 6-3, 6-3 მოიგეს.

ერთეულთა თანრიგში 19 წლის ზურა მეტრეველი ესტონეთის ნაკრების ლიდერს კრისტიან ტამის დაუპირისპირდა და გვარიანი წინააღმდეგობაც გაიწია.

ქართველს გამოცდილებს არ ეყო და ტამთან 3-სეტიან ბრძოლაში 3-6, 6-2, 5-7 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ 5-5-ზე ქართველმა თავისი მოწოდება ვერ გამოიყენა.

ასეა, თუ საქართველოს ნაკრებმა საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივარის წინაშე ესტონეთთან წააგო და
შემოდგომაზე მეორე ჯგუფში დასაბრუნებელ ფლეი-ოფში იასპარეზებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი