მთავარი მსოფლიოინგლისი ,,ლივერპულმა” მოგების გემო გაიხსენა

,,ლივერპულმა” მოგების გემო გაიხსენა

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტური ,,ენფილდზე” ,,ლივერპულისა” და ,,ბორნმუთის” მატჩით გაიხსნა.

მერსესაიდელებმა მიჯრით ორი მარცხის შემდეგ, ამჯერად კარგად ითამაშეს და მეტოქეს 2:1 სძლიეს.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.
მე-9 წუთზე ,,ბორნმუთის” ფეხბურთელების ლამაზი კომბინაცია კალუმ უილსონმა დააგვირგვინა. მან კოლუმბიელ ჯეფერსონ ლერმას პასი დედის რძესავით შეირგო.

25-ე წუთზე ,,ბიტლომანთა ქალაქის” გუნდის ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა წონასწორობა აღადგინა.

33-ე წუთზე ნიდერლანდელ ვირჯილ ვან დეიკის იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სენეგალელმა სადიო მანემ გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ,,ლივერპული” წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში არაერთი სახიფათო მომენტის შექმნის მიუხედავად, გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

ერთ-ერთ ეპიზოდში მერსესაიდელმა ჯეიმს მილნერმა ბურთუ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

საბოლოოდ, ,,ლივერპულმა” 2:1 მოიგო და პრემიერლიგის ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.
იურგენ კლოპის ბიჭებს 82 ქულა გააჩნია და მე-2 ადგილზე მყოფ ,,მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებს.

,,ქალაქელები” 29-ე ტურის მატჩს კვირას, სტუმრად, ,,მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩაატარებენ.

,,ლივერპული” 2:1 ,,ბორნმუთი”
9′ უოლსონი (0-1), 25′ სალაჰი (1-1), 33′ მანე (2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი