მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი არის მე-12 ჩემპიონობა! – საქართველოს ნაკრებმა რაგბი  ევროპის ჩემპიონატი მოიგო

არის მე-12 ჩემპიონობა! – საქართველოს ნაკრებმა რაგბი  ევროპის ჩემპიონატი მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
167 ნახვა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა დიდ ბრძოლაში პორტუგალია დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი, მისი წინამორბედის ერთა თასის ჩათვლით მეთორმეტედ მოიგო.

მართალია, ევროპირველობის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ ,,ბორჯღალოსნებმა”  ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდეს.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, გამართული მატჩი დრამატული აღმოჩნდა.  პორტუგალიელებმა ქართველებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და შეხვედრის მიმდინარეობისას, თამაშს რამდენჯერმე კიდეც იგებდნენ.

მივყვეთ თანმიმდევრობით.

ანგარიში ,,ბორჯღალოსნებმა” მე-4 წუთზე გახსნეს.
ლელო ნაკრების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა დადო.
გარდასახვა სოსო მათიაშვილმა გამოიყენა.

ნომინალურმა მასძინძლებმა ანგარიში სწრაფადვე გაათანაბრეს.
მე-6 წუთზე ლელო ,,მგლების”  ფულბეკმა პინტო კარდოსომ გაიტანა.  გარდასახვა ზუსტად ანტუნეშმა დაარტყა 7:7.

მე-10 წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბექა გორგაძე გამოირჩა.  მან შესანიშნავად გათამაშებული კომბინაცია ლელოთი დააგვირგვიანა.
მათიაშვილმა გარდასახვა ააცილა 7:12.

22-ე წუთზე ,,ბორჯღალოსნები” შეტევაში გაერთვნენ და ხელდახელ ბურთის გათამაშებისას შეცდომა დაუშვეს.
ოვალური მასა ხელთ ანტუნეშმა იგდო და სპრინტერული მარათონის შემდეგ ქართველთა ჩათვლის მოედანში შეირბინა.  ანტუნეშმა გარდასახვაც გაიტანა და გუნდი 14:12 დააწინაურა.

ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 17:14 მოიგო.
34-ე წუთზე ლელო ცენტურიონმა დავით კაჭარავამ კარგი კომბინაციის გათამაშებისას დადო. აი გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა, ისევ ცუდად შეასრულა.

მეორე ნახევრის სტარტზე ბექა საღინაძე ლელო დადო და ქართველთა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა 22:14.
გარდასახვა შეცვლაზე შესულმა ჰავბეკმა  გელა აფრასიძემაც გააფუჭა.

დაცვაში ქართველებმა ამჯერადაც ვერ იყოჩაღეს და ლელოც მალე მიიღეს.
ქართველთა ჩათვლის მოედანში ბურთი ბელომ დაამიწა. გარდასახვისას მიზანს ანტუნეშმა უწია 21:22.

ანტუნეშმა 62-ე წუთზე ჯარიმა გაგვიტანა და პორტუგალია წინ გავიდა 24:22.

ეს იყო და ეს, ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა და მატჩის გამარჯვებამდე მიიყვანა.

გადამწყვეტი 67-ე წუთი აღმოჩნდა. ამ დროს პორტუგალიას ერთი მორაგბე 10 წუთით  გაუძევეს. ,,ბორჯღალოსნებს” კი საჯარიმო ლელო ჩაუთვალეს 24:29.

რიცხობრივი უპირატესობა ლევან მაისაშვილი გუნდმა გამოიყენა და დარჩენილ დროში ორი ლელო გაიტანა.
ლელოს ავტორები დემე თაფლაძე და სოსო მათიაშვილი გახდნენ.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 39:24 მოიგო და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ტურნირის ჩემპიონი ისტორიაში მეთორმეტედ გახდა.

,,ბორჯღალოსნები” ბოლო ტურში რუსეთს შეერკინებიან და 27 წლიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდებიან.

პორტუგალია 24:39 საქართველო

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 9. გიორგი ბეგაძე (ჯიქი);
1. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. დავით გიგაური (კოლომიე), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, კაპ.).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემ), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 23. ლაშა ლომიძე (აია).

7 ლელო: მამუკაშვილი, გორგაძე, კაჭარავა, საღინაძე, თაფლაძე, მათიაშვილი, საჯარიმო ლელო.
გარდასახვა: მათიაშვილი

პორტუგალია: 3  ლელო – კარდოსო, ანტუნეში, ბელო
3 გარდასახვა: ანტუნეში (3)
ჯარიმა: ანტუნეში

რუსეთი 32:25 რუმინეთი
ბელგია 23:30 ესპანეთი

სატურნირო ცხრილი
1. საქართველო 4 4 0 0 181:53 19
2. პორტუგალია 4 2 0 2 87:86 9
3. ესპანეთი 4 2 0 2 78:82 9
4. რუსეთი 4 2 0 2 75:112 8
5. ბელგია 4 1 0 3 84:143 7
6. რუმინეთი 4 1 0 3 73:102 5

ბოლო ტური
14 მარტი
საქართველო : რუსეთი
რუმინეთი : ბელგია

15 მარტი
ესპანეთი : პორტუგალია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი