მთავარი მსოფლიო6 ერი 6 ერი: ბრიტანურ დერბიში ინგლისმა უელსს სძლია

6 ერი: ბრიტანურ დერბიში ინგლისმა უელსს სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

ევროპის პრესტიჟულ სარაგბო ტურნირ 6 ერის გათამაშების მე-4 ტურში ლონდონში, ,,ტვიკენჰემის” სტადიონზე ბრიტანული ნაკრებები ინგლისი და უელსი დაუპირისპირდნენ.

ინგლისელებმა შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარეს და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი 33:30 დაამარცხეს.

მასპინძებმა პირველი ტაიმი 20:9 მოიგეს. ,,ვარდებმა” 2 გარდასახული ლელო და 2 ჯარიმა გაიტანეს.
მატჩის პირველი ლელო ინგლისის ნაკრების მორაგბემ ენტონი უოტსონმა დადო.
უელსელთა ჩათვლის მოედანში ბურთი მეორედ გარემარბმა ელიოტ დეილმა შეიტანა.
ორივე გარდასახვა მგეზავმა ოუენ ფარელმა გამოიყენა. მან ასევე 2 ჯარიმაც გაიტანა.

უელსელებმა პირველ ნახევარში სამი ჯარიმა გაიტანეს. ორ შემთხვევაში თავი ლი ჰალფპენმა გამოიჩინა. ერთხელ კი მიზანს დან ბიგარმა უწია

მეორე ტაიმში ,,დრაკონებიც” გამოფხიზლდნენ და ამ გუნდების შესაფერისი დიდი ბრძოლა გაჩაღდა.

ინგლისელებმაეორე ტაიმში ერთი გარდასახული ლელო და 2 ჯარიმა გაიტანეს.
უელსელებმა კი 3 ლელო დადეს.
დუბლი ჯასტინ ტიპურიკმა შეასრულა. ერთხელ კი საწადელს დან ბიგარმა უწია.
ბიგარმა 3 გარდასახვაც გამოიყენა.

ბოლო 2 ლელო უელსელებმა მატჩის დასრულებამდე 5 წუთი ადრე დადეს.
იმ დროისთვის ინგლისელები კაცნაკლულნი იყვნენ. მსაჯმა ,,ვარდებს” მანუ ტუილაგი გაუძევა.

ინგლისის ნაკრებმა ამ გამარჯვების შემდეგ აქტივში 4 ქულა ჩაიწერა და ლიდერ საფრანგეთს დაეწია.
ფრანგები ხვალ, შოტლანდიელებს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ერთპიროვნულ ლიდერობას დაიბრუნებს.

მოქმედ ჩემპიონმა უელსმა ინგლისელთა მატჩში 7-ზე ნაკლები ქულით წაგების გამო ერთი ბონუს-ქულა დაიმსახურა და სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.
ეს კი ამას ნიშნავს, რომ უელსის ნაკრებმა ჩემპიონის სტატუსი ოფიციალურად, დაკარგა.

ინგლისი 33:30 უელსი

ინგლისი: 3 ლელო – ენტონი უოტსონი, ელიოტ დეილი, მანუ ტუილაგი
3 გარდასახვა: ფარელი (2), ფორდი
4 ჯარიმა: ფარელი (3), ფორდი

უელსი: 3 ლელო – ტიპურიკი (2), ბიგარი
3 გარდასახვა: ბიგარი
3 ჯარიმა: ჰალფპენი (2),

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი