მთავარი მსოფლიოგერმანია ,,დორტმუნდმა” ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო

,,დორტმუნდმა” ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურის მატჩში დორტმუნდის ,,ბორუსიამ” გასვლაზე, ,,მიუხენგლადბახს” 2:1 სძლია.

დორტმუნდელებმა ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით, მიჯრით მე-5 შეხვედრა მოიგეს.
მათ პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გაიტანეს.
ბელგიელმა ფეხბურთელმა ტორგან აზარმა მე-8 წუთზე
ნორვეგიელ ერლინგ ჰაალანდის პასით იხეირა.

,,მიუხენგლადბახმა” წონასწორობა 50-ე წუთზე აღადგინა.
თავი გატანილი გოლით ლარს შტინდლმა გამოიჩინა.

სტუმრებმა გამარჯვებას მაროკოელი აჩრამ ჰაკიმის გოლით მიაღწიეს.
აფრიკელ ფეხბურთელს საგოლე გადაცემით ინგლისელი ფორვარდი ჯეიდონ სანჩო შეეწია.

დორტმუნდის ,,ბორუსიას” ამ გამარჯვების შემდეგ 51 ქულა გაუხდა და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე აღზევდა.
გერმანიის ჩემპიონატს სათავეში, ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მიუნხენის ,,ბაიერნი” უდგას.

ბავარიელები ,,დორტმუნდს” ერთი ქულით უსწრებენ, თუმცა მათ 25-ე ტურის შეხვედრა წინ ელოდებათ.

,,პადერბორნი” 1:2 ,,კიოლნი”
28′ მერე (0-1), 36′ ჰექტორი (0-2), 73′ შრბენი (1-2)

,,ლევერკუზენი” 4:0 ,,აინტრახტი”
4′ ჰავერცი (1-0), 14′ ბელარაბი (2-0), 49′ 55′ პაულინიო (3-0, 4-0)

,,ფრაიბურგი” 3:1 ,,უნიონი”
34′ სალაი (1-0), 55′ გიუნტერი (2-0), 61′ ანდესრონი (2-1), 82′ კოხი (3-1)
გაძევება: 90+2″ ფრიედრიხი ( ,,უნიონი”)

,,ჰერტა” 2:2 ,,ვერდერი”
3′ სარგენტი (0-1), 6′ კლაასენი (0-2), 41′ შტარკი (1-2), 60′ კუნია (2-2)

,,შალკე” 1:1 ,,ჰოფენჰაიმი”
20′ მაკკენი (1-0), 49′ ბაუმგარტნერი (1-1)

,,ვოლფსბურგი” 0:0 ,,ლაიპციგი”

,,მიუხენგლადბახი” 1:2 ,,დორტმუნდი”
8′ აზარი (0-1), 50′ შტინდლი (1-1), 71′ ჰაკიმი (1-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი