მთავარი მსოფლიოესპანეთი ლიონელ მესიმ ,,ბარსელონას” ბასკებთან მოაგებინა

ლიონელ მესიმ ,,ბარსელონას” ბასკებთან მოაგებინა

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მატჩში ,,ბარსელონამ” დრამატულ ბრძოლაში 3 ქულა მოიპოვა.

კატალონიელებმა არგენტინელი სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის ერთადერთი გოლით ბასკური ,,რეალ სოსიედადი” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

მესიმ 3 ქულის მომტანი გოლი პენალტით მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე გაიტანა.

,,ბარსელონამ” ამ გამარჯვებით 58 ქულა დააგროვა და ლა ლიგის ლიდერი გახდა.
კატალონიელთა მტერ-მეტოქე ,,რეალი” 27-ე ტურის შეხვედრას ხვალ, სევილიაში ,,ბეტისთან” ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას დაიბრუნებს.

,,ალავესი” 1:1 ,,ვალენსია”
34′ პარეხო (0-1), 73′ მენდესი (1-1)

,,ეიბარი” 1:2 ,,მალიორკა”
42′ როდრიგესი (0-1), 78′ კუბო (0-2),
90+2′ ბიგასი (1-2)

,,ატლეტიკო” 2:2 ,,სევილია”
19′ დე იონგი (0-1), 32′ მორატა (1-1), 36′ ჟოაო ფელიქსი (2-1), 43′ ოკამპოსი პენ. (2-2)

,,ბარსელონა” 1:0 ,,რეალ სოსიედადი”
81′ მესი პენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი