მთავარი საქართველოეროვნული ლიგა იმერულ დერბიში ,,სამტრედიამ” ქუთაისის ,,ტორპედოს” სძლია

იმერულ დერბიში ,,სამტრედიამ” ქუთაისის ,,ტორპედოს” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მე-2 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს იმერული კლუბები ,,სამტრედია” და ქუთაისის ,,ტორპედო” დაუპირისოირდნენ.

სამტრედიაში, ,,ეროსი მანჯგალაძის” სტადიონზე გამართული შეხვედრა მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით 1:0.მოიგეს და ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმეს.

მატჩში ერთადერთი გოლი აზერბაიჯანელმა ნიჯატ ყურბანოვმა მე-13 წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,სამტრედიას” 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.
ქუთაისის ,,ტორპედო” კი უქულოდ ბოლო პოზიციას იკავებს.

თბილისური დერბი ,,მერანსა” და ,,საბურთალოს” შორის ნულოვანი ფრით დასრულდა.

,,ლოკომოტივმა” კი საჩხერის ,,ჩიხურას” 3:1 მოუგო. მატჩში დუბლი ირაკლი სიხარულიძემ შეასრულა.

,,სამტრედია” 1:0 ,,ტორპედო” (ქუთაისი)
13′ ყურბანოვი პენ.

,,ჩიხურა” (საჩხერე) 1:3 ,,ლოკომოტივი” (თბილისი)
30′ კორიფაძე პენ. (1-0), 36′ 53′ პენ. სიხარულიძე (1-1, 1-2), 74′ მაჩაიძე ა.გ. (1-3)

,,მერანი” (თბილისი) 0:0 ,,საბურთალო” (თბილისი)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი