მთავარი კალათბურთი ტად მაკფადენის 12 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში და ,,სან პაბლო ბურგოსის” გამარჯვება აუტსაიდერთან

ტად მაკფადენის 12 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში და ,,სან პაბლო ბურგოსის” გამარჯვება აუტსაიდერთან

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში ტად მაკფადენის ,,სან პაბლო ბურგოსმა” აუტსაიდერი ,,ფუენლაბრადა” 89-85 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა პარკეტზე 22:19 წუთი გაატარა.
ამ დროის განმავლობაში მაკფადენმა 12 ქულა, 3 მოსხნა და 3 პასი მიითვალა.
მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა 11 შეადგინა.

ამ გამარჯვებით ,,სან პაბლო ბურგოსმა” 24 ქულა დააგროვა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.

ტად მაკფადენის გუნდი მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ACB ლიგაში 15 მარტს, სტუმრად, ,,ბარსელონას” წინააღმდეგ ჩაატარებს.
მანამდე კი 10 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე შინ, იტალიურ ,,სასარის” დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი