მთავარი სხვა_MMA ჭიკაძის 2-დან 2. ჟენგმა და ადესანიამ ტიტულები დაიცვეს

ჭიკაძის 2-დან 2. ჟენგმა და ადესანიამ ტიტულები დაიცვეს

20 ნახვა

მიჯრით მეორე გამარჯვება იზეიმა გიგა ჭიკაძემ შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენ UFC-ში. ჩვენებურმა ამჯერადაც ამერიკელი მებრძოლი – ჯამალ ემერსი დაჯაბნა. მართალია მესამე ხუთწუთეულში ჭიკაძეს ცოტა დაღლა დაეწყო და ინიციატივაც მეტოქემ იგდო ხელს, თუმცა პირველ ორში დომინაციის ხარჯზე მაინც იზეიმა გამარჯვება.

შედეგად 2 ორთაბრძოლა და 2 გამარჯვება  – ასეთია ქართველის სტარტი.

ამას გარდა ლას-ვეგასმა 2 სატიტულო ჯახს უმასპინძლა.

პირველად ოქტაგონი გოგონებს დაეთმოთ და მათაც ნამდვილი ომი შემოგვთავაზეს.  52 კილოგრამამდე მოქმედმა ჩემპიონმა ჟენგ ვეილიმ ექსჩემპიონ იოანა იენდჟეიჩეკს უდაძაბულს “გარჩევაში” მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია.

სამაგიეროდ სრული იმედგაცრუება იყო ვაჟთა ფლანგზე. მოსაწყენი და უღიმღამო 5 რაუნდის თავზე 84 კილოს საჩემპიონო ქამარი კავლავ ისრაელ ადესანიას დარჩა. ღმერთის ჯარისკაცმა იოელ რომერომ ოქტაგონი გაწბილებულმა დატოვა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი