მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო ცუდად დაიწყო

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო ცუდად დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში სტარტი 2020 წლის მეორე სუპერტურნირმა ჰარუ ბაშომ აიღო.

მიმდინარე ტურნირი კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

დღეს, პირველი ორთაბრძოლა ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა ჩაატარა.
ექს-ოძეკი მე-10 მაეგაშირა იაპონელ სადანოუმის დაუპირისპირდა.

ლევან გორგაძემ ამომავალი მზის ქვეყნის შვილთა დიდი ბრძოლა გააჩაღა, თუმცა იორიკირით დამარცხდა.

ხვალ, ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეერკინება.

ქართველი რიკიში ბაშოზე მე-9 მაეგაშირა რანგში გამოდის. იმისათვის, რომ მან წოდება გაიუმჯობესოს ბაშოზე კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი აუცილებლად, უნდა დააფიქიროს. ამისათვის, კი 8 მოგებაა საჭირო.

ჰარუ ბაშო წარმატებით მონღოლმა იოკოძუნებმს ლეგენდარულმა ჰაკუჰომ და კაკურიუმ დაიწყეს.

ჰაკუჰომ დღის დასკვნით ბრძოლაში კომოსუბი ენდო ჰატაკიკომით დაამარცხა.
კაკურიუმ კი პირველი მაეგაშირა დაიეიშოს ოკუროდაშით სძლია.

ხვალ, კაკურიუ კომოსუბი ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდება.

ჰაკუჰო კი მეორე გამარჯვებას პირველ მაეგაშირა დაიეიშოსთან შეეცდება.

დღეს, ბაშოზე წარმატებული სტარტი ერთადერთმა ოძეკმა ტაკაკეიშომ აიღო. მან ექს-ოძეკი ტაკაიასუ ცურიდაშით დაამარცხა.

ხვალ, ტაკაკეიშო დოჰიოზე მე-2 მაეგაშირა ოკინოუმის წინაშე გამოვა.

ესეც ტოჩინოშინის ბრძოლის ამსახველი ვიდეო: http://sport.adjara.com/items/2164954

ფოტო, ვიდეო: adjarasport.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი