მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ლევან მაისაშვილი: ,,მხოლოდ ძლიერებთან ხშირი თამაშითაა შესაძლებელი განვითარება და წინსვლა”

ლევან მაისაშვილი: ,,მხოლოდ ძლიერებთან ხშირი თამაშითაა შესაძლებელი განვითარება და წინსვლა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

პორტუგალიისა და საქართველოს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განვლილი მატჩი მოკლედ, შეაფასა.

მაისაშვილი აცხადებს, რომ პორტუგალიელები მებრძოლები არიან. ისინი თოთოეულ მატჩს გულით თამაშობენ, რაც დღეს მოედანზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

,,ბორჯღალოსანთა” თავკაცი აზრით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გუნდი, ვისაც ამ ტურნირში ვეთამაშებით, იყოს ძლიერი, რადგან მხოლოდ ძლიერებთან ხშირი თამაშითაა შესაძლებელი განვითარება და წინსვლა

ლევან მაისაშვილი:
„პორტუგალია არის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი მებრძოლები არიან, გულით თამაშობენ, რაც დღეს მოედანზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით. მეორე ტაიმში გუნდის ლიდერებმა თავისი თამაში იპოვნეს და კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზეს, რაც ანგარიშშიც აისახა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გუნდი, ვისაც ამ ტურნირში ვეთამაშებით, იყოს ძლიერი, რადგან მხოლოდ ძლიერებთან ხშირი თამაშითაა შესაძლებელი განვითარება და წინსვლა“.,- აცხადებს ,,ბორჯლჯღალოსანთა”  მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში პორტუგალია 39:24 დაამარცხა და ვადაზე ადრე, ისტორიაში მეთორმეტედ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი